ხელვაჩაურში მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა - დაშავებულია ერთი ადამიანი

19 ოქტომბერი 2019, 21:23 2858 ნახვა

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მორიგე ექიმის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება და დაკვირვების შემდეგ, რამდენიმე საათში გაწერენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღესვე, ხელვაჩაურში მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა. გზაზე მიკროავტობუსი გადატრიალდა, თუმცა დაშავებულები არ არიან და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა გატარდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში