სახელმწიფოსგან ''დაუცველი'' ყოფილი პრეზიდენტი

19 ოქტომბერი 2019, 20:23 417 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაცვის გარეშე რჩება. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება როგორც მისი, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. გადაწყვეტილებას კი,  პრეზიდენტობის პერიოდში, მმართველი გუნდის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის  გაგრძელებად მიიჩნევს.

მმართველი გუნდის, მათ შორის პირადად ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებენ ყოფილი პრეზიდენტის დაცვის გარეშე დატოვებას ოპოზიციაში, რაც „ქართულ ოცნებაში“ სპეკულაციად შეფასდა. ქვეყნის უსაფრთხოების რანგში განიხილავენ ყოფილი ნომერ პირველი თანამდებობის პირის დაცვის გარეშე დატოვებას, ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში.

ასეთი საფრთხეები, როგორც ირკვევა, ვერ დაინახა გიორგი მარგველაშვილთან მიმართებით,  სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში