"კლინიკებში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"- ჯანდაცვის სამინისტრო

19 ოქტომბერი 2019, 18:20 256 ნახვა

გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კლინიკებში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება.

უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროს მიერ მიმდინარეობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი.

"სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული იქნა 6 ადამიანი. ამ დროისთვის, კლინიკებში რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეორე კი - ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საყურადღებოა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთასებული 40 წლამდე საშუალო სიმძიმის პაციენტის მდგომარეობა."-ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი