გამოუძიებელი ქურდობის ფაქტები სოფელ ლეღვაში

19 ოქტომბერი 2019, 18:08 312 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, სასურსათო მაღაზიის გაქურდვა სცადეს. შენობას მინები ჩაუმსხვრიეს, თუმცა შიგნით ვერ შევიდნენ. მეპატრონე ამბობს, რომ ინციდენტი გასულ წელსაც მოხდა, მაშინ მაღაზიიდან პროდუქტი გაიტანეს.

დაზარალებული ობიექტის მოპირდაპირედ კიდევ ერთი მაღაზიაა, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. პოლიციიის მიერ ამოღებულ ვიდეოში, რამდენიმე ახალგაზრდა ფიქსირდება. მაღაზიების გატეხვის და ქურდობის 4 ფაქტი გასულ წელს სოფელ ლეღვასა და ქაქუთშიც მოხდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დანაშაულის გამო არავინ დაუკავებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში