აფეთქება გურამიშვილის გამზირზე /ფოტო რეპორტაჟი/

19 ოქტომბერი 2019, 12:41 1621 ნახვა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში  ძლიერი აფეთქება მოხდა.

16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

 მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

 

ექიმების ინფორმაციით, უმძიმესია დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც  სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში