პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია-საგანგებო

19 ოქტომბერი 2019, 10:46 1627 ნახვა

პირველადი ინფორმაციით,  გურამიშვილის გამზირზე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია - აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.  მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.

მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში