გურამიშვილის გამზირზე აფეთქებას ნგრევა მოყვა - არიან დაშავებულებიც

19 ოქტომბერი 2019, 09:20 1382 ნახვა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში  ძლიერი აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი.  მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულებს დამწვრობა და მოტეხილობები აღენიშნებათ. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში