თუ ვინმემ ვერ გაიგო, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს - თადუმაძე დიპლომზე

18 ოქტომბერი 2019, 21:11 1472 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორი ამბობს, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არასდროს არსებობდა, ამ კუთხით მას პრობლემა არ აქვს. ყველას ვისაც კითხვები დარჩა შალვა თადუმაძე ურჩევს, მისი გამოსვლას ხელახლა მოისმინონ.

''საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ.

მე არ მოვითხოვ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რადგან ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია. სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ კი, შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს'' - უთხრა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა. 

შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ოპოზიციას. 

მთავარი პროკურორის იურიდიული განათლება "ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში" სწავლით შემოიფარგლება. არსებული ინფორმაციით, მან სასწავლებელში მაშინ ჩააბარა, როცა უნივერსიტეტი დაფუძნებული ჯერ კიდევ არ იყო.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა  სასწავლებელი ექსტერნად დამთავრებას უკავშირდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში