აჭარაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დეფიციტურია

18 ოქტომბერი 2019, 20:04 1489 ნახვა

სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსთან დაკავშირებით   მოქალაქეები უკვე მიმართავენ, რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია კი ქვეყანაში ჯერ ისევ არ დაწყებულა. არადა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ ვაქცინაციის დაწყება 15 ოქტომბრისთვის დააანონსა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მედიკამენტს რეგიონში თვის ბოლოს ელოდებიან, განაწილებამდე კი ვაქცინა ცენტრალურმა უწყებამ უნდა მიიღოს - ვადა ახლა ამ შემთხვევაშიც ოქტომბრის ბოლო დასახელდა. სხვათაშორის უფასო ვაქცინის გარდა  ქალაქში მედიკამენტი აფთიაქებშიც არ იძებნება.

როდის იწყებოდა გრიპის ვირუსზე აცრა გასულ წლებში და რომელია არის საუკეთესო პერიოდი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში