„ადგილობრივები არ გვყავს?“-დეპუტატის განცხადება და შეფასებები

18 ოქტომბერი 2019, 18:09 260 ნახვა

ჩვენს არხზე, გუშინ მერაბ ბლადაძის მიერ გაკეთებული განცხადება ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც რეგიონის ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრების მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. „ასეთი მიდგომები აბაშიძესთან ერთად გავუშვით იქ, სადაც გავუშვით“ – ამბობს დავით ბაციკაძე.

თემა აჭარის საზღვრებს გასცდა და შეფასებები გაკეთდა პარლამენტში. როგორც ვიცით ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა განსხვავებული შეფასება გააკეთა, რომელმაც მერაბ ბლადაძის განცხადებაში, არაკორექტული ვერაფერი დაინახა. სანამ ირინე წუწუნავა პარლამენტარების შეფასებებს გაგვაცნობს, გეტყვით, რომ მერაბ ბლადაძემ ჩვენს არხზე მოწვეული სპეციალისტის მუშაობა გააკრიტიკა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ის არ არის ადგილობრივი კადრი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები შესაძლოა მედიის მხრიდან აღქმული იყოს, როგორც  ზეწოლის მცდელობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში