ასეთ მიდგომები აბაშიძესთან ერთად გავუშვით იქ, სადაც გავუშვით - დავით ბაციკაძე ბლადაძის განცხადებაზე

18 ოქტომბერი 2019, 15:15 3007 ნახვა

"სეპარატიზმის რა გითხრათ, მაგრამ ნამდვილად იყო არაკორექტული განცხადება. ასეთი მიდგომები, ამ რეგიონში მითუმეტეს, 2004 წელს დამთავრდა, მას შემდეგ რაც ასლან აბაშიძე გავუშვით იქ, სადაც გავუშვით. ამ ქვეყანაში რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად წავა და სად იმუშავებს. ეს ქვეყანა ყველასია, რა მნიშვნელობა აქვს, კახელი იქნება, იმერელი თუ რაჭველი..." - ასე აფასებს "ქართული ოცნების", დეპუტატი დავით ბაციკაძე კოლეგის განცხადებას.  გუშინ, 17 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მერაბ ბლადაძემ ტელევიზიაში მოწვეული სპეციალისტის მუშაობა გააკრიტიკა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ის არ არის ადგილობრივი კადრი. 

დეპუტატის ეს განცხადება პრობლემურად სხვა კუთხით აღიქვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია აბულაძემ/. თქვა, რომ ამ ტიპის განცხადებას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ პოლიტიკოსები, რადგან ეს შეიძლება რედაქციამ აღიქვას, როგორც მედიის საქმიანობაში ჩარევა. 

გია აბულაძე ამბობს, რომ დეპუტატის საქმე არ არის ვინ დაიწყებს მუშაობას მაუწყებელში, ეს ტელევიზიის დირექციის გადასაწყვეტია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში