ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

18 ოქტომბერი 2019, 12:13 2015 ნახვა

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გუშინ ღამით მომხდარი ავარიის შედეგად  დაშავებული, 19 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ პირს, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

გუშინ მეჯინისწყლის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსრკ 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში