ბათუმის ბულვარში ბზიკებმა გოგო და კაცი დაკბინეს

18 ოქტომბერი 2019, 11:41 8015 ნახვა

ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს. შემთხვევა დღეს დილით, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ორივე მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაშავებულის დედა უყვება, რომ გოგოს ნაკბენები თავის არეში აქვს, ის ამ წუთებშიც კლინიკაშია და პირველადი დახმარება უტარდება. მშობლის განმარტებით, ამ ეტაპზე 24 წლის გოგო მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მამაკაცს, ის ბულვარში ახალგაზრდა ქალს მიეშველა, ბზიკები მასაც დაესხნენ თავს. 

''მედცენტრში'' ამბობენ, რომ​ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 24 წლის გოგო და 62 წლის მამაკაცი შეიყვანა, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ მწერების ნაკბენები აღენიშნებოდათ. პაციენტებს ანტიალერგიული მკურნალობა ჩაუტარდათ. 

მაუწყებელი ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ ეს  ბზიკების მიერ მოქალაქის დაკბენის პირველი შემთხვევაა. მსგავსი ფაქტი ბულვარში არ დაფიქსირებულა.

მათივე განმარტებით, ზღვისპირა პარკი ორ კვირაში ერთხელ სპეციალური ხსნარებით იწამლება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საჭირო ღონისძიებებს დღესვე გაატარებენ.  

 

ამავე თემაზე: ქედაში ბაზმა 9 წლის ბავშვი დაკბინა 

ქობულეთში მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის ადგილზე გარდაიცვალა  

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გიკბინათ?

კრაზანები და ბაზები დასავლეთ საქართველოში მომრავლდა - სახელმწიფოს უფასო მომსახურება არ აქვს

 

განახლება: 12:50 მამაკაცი შესაბამისი რეკომენდაციებით ბინაზე გაეწერა. გოგონა რჩება კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში