ბათუმის ავტობუსებში დღეში საშუალოდ 20 მგზავრი ჯარიმდება

18 ოქტომბერი 2019, 10:39 3331 ნახვა

ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრების ჯარიმების რაოდენობა, 2019 წელს შემცირებულია.  ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, საშუალოდ დღეში კონტროლიორები 20 მგზავრს აჯარიმებენ, რომლებსაც სამგზავრო ბილეთი არ აქვთ აღებული. ჯარიმის ღირებულება 23 სექტემბრიდან, 20 ლარია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს ავტოტრანსპორტში უთხრეს, რომ გასულ წელს, ჯარიმების რაოდენობა ორმაგი იყო. დღეში, საშუალოდ კონტროლიორები 50-მდე მგზავრს უწერდნენ ფულად სანქციას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა, 5 ლარს შეადგენდა, თუმცა 2019 წელს, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მთლიანად საქართველოში, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმები გაიზარდა და 20 ლარი გახდა.   

ორი თვის განმავლობაში, საჯარიმო ბლანკების დამზადებამდე, მოქალაქეები არ ჯარიმდებოდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში