აშშ-ს მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისთვის 1,6 მილიონ დოლარს გამოყოფს

18 ოქტომბერი 2019, 10:26 278 ნახვა

საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა 1,6 მილიონ დოლარს გამოყოფს. აშშ-ს საელჩოს განცხადებაში წერია, რომ პროგრამა ხუთწლიანი იქნება და მისი მიზანი ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა.

"საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"- ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში