საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო-დაბალანსებული და მიუკერძოებელი - კვლევის შედეგები

17 ოქტომბერი 2019, 21:10 3822 ნახვა

ხალხის აზრით აჭარის ტელევიზია არ არის მთავრობისგან, ან ოპოზიციისგან მართვადი,  არ არის დამცინავი, ცინიკური,  ირონიული და მატყუარა – ეს ის მთავარი მიგნებებია, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დაკვეთით ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

გამოკითხული რესპონდენტების აზრით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დადებითი ფაქტორებით ხასიათდება, პირველ რიგში მაუწყებელს, მმართველი გუნდის პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მოქალაქეები ობიექტურობას, თავისუფლებას და ოპერატიულობას უწონებენ.

კვლევაში საუბარია არხის რეიტინგულ გადაცემებსა და მაუწყებლის სახეებზე - გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები რეგულარულად უყურებენ საინფორმაციო გამოშვებებს, გადაცემებს: „ერთი დღე სოფელში“, „დილის ტალღა“,  „მე ვარ ფერმერი,“ „მთავარი აჭარაში“ და „კვირის მთავარი.“

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში