თურქეთის ელჩი: „საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის ტალღა წამოვიდა“

17 ოქტომბერი 2019, 18:14 903 ნახვა

„დავინახეთ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია", -  განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა პრესკონფერენციაზე.  

"ამ დეზინფორმაციას სხვადასხვა წყარო აქვს, მცდარი ინფორმაციების დიდი ტალღა განსაკუთრებით აჭარის და თურქეთს შორის ურთიერთობებისა და საზღვარზე გავრცელდა. ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის გავლებულია სახმელეთო და საზღვაო საზღვარი. 

ამ კონტექსტში ვხდებით  მცდარი წყაროებიდან პროვოკაციულ ინფორმაციას, თითქოს 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის და თურქეთი მოინდომებს აჭარის მიიტაცებას. 

ჩვენი თხოვნაა, ქართული მედიისადმი, ნუ დაეყრდნობით და მიაქცევთ ყურადღებას ასეც მცდარ ინფორმაციას, მას კონკრეტული საიტები ავრცელებენ და მათი მიზანი პროვოკაციაა" - განაცხადა თურქეთის ელჩმა. 

რაც შეეხება სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, დიპლომატის განცხადებით, იგი მხოლოდ თურქეთ-სირიის სასაზღვრო ზონის ტერორისტებისგან გაწმენდას ისახავს მიზნად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში