აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ჩაიშალა

16 ოქტომბერი 2019, 20:15 1517 ნახვა

საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დაპირისპირების შემდეგ ჩაიშალა. კავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ალექს წეველიძე და კავშირის ხელმძღვანელი რეზო მაისურაძე პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა და გამოკითხა.

პოლიცია ხმაურის შემდეგ გამოიძახეს. ხმაური კი იმას მოჰყვა რომ წეველიძე და სხვა წევრები არჩევნების გადადებას და კანდიდატების მხრიდან პროგრამების წარმოდგენისთვის დროის მიცემას ითხოვდნენ. ამასთან ამბობენ, რმ აუცილებელია პროცესი გამჭირვალედ ჩატარდეს. ამ მოთხოვნას კი არ ეთანხმება და ვალდებულებად არ თვლის კავშირის ხელმძღვანელი. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში