''გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია''-გრიგოლ ლილუაშვილი 

16 ოქტომბერი 2019, 18:45 1054 ნახვა

გახმაურებული  და გამოუძიებელი საქმეები,  სუსის პოლიტიკური საქმიანობა და ლილუაშვილის კარიერა - ძირითადად ამ კითხვებზე მოუწია დღეს გრიგოლ ლილუაშვილს პასუხის გაცემა.  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მომავალ უფროსს ჯერ კიდევ, დახურულ ფორმატში უსმენენ. დღეს ლილუაშვილმა მთავარ გამოწვევად ოკუპაცია და ტერორიზმის საფრთხე, კორუფციასთან ბრძოლა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.  აქვე გეტყვით, გრიგოლ ლილუაშვილი „ქართუ“ ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გავრილოვის ღამე, ოთხოზარია ტატუნაშვილის სია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი