ბათუმში ევროპის მოედანზე -  ნაირა ოტიაშვილის და ნიკოლოზ მჟავანაძის მხარდასაჭერად ადვოკატების აქცია გაიმართა

16 ოქტომბერი 2019, 12:38 1107 ნახვა

ბათუმში ევროპის მოედანზე -  ნაირა ოტიაშვილის და ნიკოლოზ მჟავანაძის მხარდასაჭერად ადვოკატების აქცია გაიმართა. მათი განცხადებით ოტიაშვილს აბსურდული ბრალდება წაუყენეს.   ისინი გირაოს შეფარდების გამო გაჩუმებას არ აპირებენ.

ნაირა ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ. ადვოკატები კი ფიქრობე , რომ  პირდაპირი დაკავება არასწორი ფორმა იყო და საქმის  წარმოების გაგრძელება აღკვეთი ღონისძიების გარეშეც შეიძლებოდა.

სოლიდარობას უცხადებენ კიდევ ერთ ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძეს, რომელიც ირწმუნება, რომ  პოლიციელებმა  ჯარიმა შვილის თვალწინ უხეში ფორმით გამოუწერეს და მასზე იძალადეს. შეკრებილები ფიქრობენ, რომ  სახელმწიფოს მხრიდან  ადვოკატებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში