მძღოლები ვალდბულები იქნებიან, 12 წლამდე მოზარდები სავარძლით ან სპეციალური დამჭერით ატარონ

15 ოქტომბერი 2019, 13:11 1529 ნახვა

ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება.  კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე მოზარდი, მეტრო და 35 სანტიმეტრის სიმაღლის ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას. 

ცვლილებების ავტორი ორგანიზაციების შეფასებით, დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რის გამოც ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

"სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ასაკის ბავშვები იღუპებიან და ხშირად ეს არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, არ იყენებენ სავარძლებს და სპეციალურ მოწყობილობას. ვფიქრობ, ეს საჭირო და კარგი ინიციატივაა" - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში