ხვალ გვეცოდინება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდება თუ არა - მაია ცქიტიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 12:08 1427 ნახვა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს  ეწურება.  ამ წუთებში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინსიტროში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ხვალ გვეცოდინება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდება თუ არა.

„ვინაიდან კონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში