ბათუმში პოლიციამ 32 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი 

15 ოქტომბერი 2019, 09:46 3676 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 32 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში