სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა”

14 ოქტომბერი 2019, 20:00 2845 ნახვა

ცოტა ხნის ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ დასრულდა. დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჭაჭის გამოხდის, თამბაქოს დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ბავშვებისთვის კი სპეციალურად მოწყობილ კუთხეში  სხვადასხვა გასართობი პროგრამა მიმდინარეობდა.  
 

ფესტივალის ფარგლებში დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლების „ბერმუხას“ „კოლხას“ და „არსიანის, ასევე ვოკალური ანსამბლები „ჭვანას“ და „ათძალის“ კონცერტები გაიმართა.

საღამო კი ბათუმურმა ბენდმა Elrow-მ დაასრულა. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარის სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში