პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებთან ერთად იყიდება - რატომ არ სრულდება კანონი?

14 ოქტომბერი 2019, 20:05 2113 ნახვა

გარემოსთვის საზიანო პარკები, რეგულაციის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე არათუ არაა ამოღებული ხმარებიდან, არამედ უფრო მეტიც - პირდაპირი მნიშვნელობით იყიდება მაღაზიებში. იყიდება ბიოდეგრადირებადი პარკებიც, მაგრამ ამის მიზეზი ზოგადად მოხმარების შემცირებაა, პოლიეთილენი კი საერთოდ აღარ უნდა გვხვდებოდეს სასურსათო მაღაზიებში.

კანონით ერთჯერადი პარკების გამოყენება ჯარიმით ისჯება, თუმცა ბათუმში ამ დრომდე არცერთი მაღაზიის მეპატრონე არ დაუჯარიმებიათ.

მერიაში გვითხრეს, რომ ქალაქში ამ ეტაპზე სტანდარტის შესაბამისი პარკების წარმოების დეფიციტია და ამიტომ საჯარიმო სანქციებზე გადასვლამდე მეწარმეებს ვადას აძლევენ და აფრთხილებენ.

ცნობისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი ნაჭრის მრავალჯერადი ჩანთების გამოყენებაა - რასაც ევროპის ბევრმა ქვეყანამ დიდი ხნის წინ მიმართა. ამ ფორმით მოქალაქეები ფინანსებსაც დაზოგავენ და გარემოსაც დაიცავენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში