უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინშია

14 ოქტომბერი 2019, 18:00 1014 ნახვა

უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინშია, ახლა კი უფრო მეტად, მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

ქართული ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნას ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მხარს უჭერს, თუმცა საუბრობენ აღიარების ხანგრძლივ პროცედურებზე – ეს პოზიცია დღეს მანგლისის და თეთრიწყაროს  მიტროპოლიტმა  გააცხადა.

დღეს  შეფასება მხოლოდ რამდენიმე ეპარქიის   წინამძღვარმა გააკეთა.  თუმცა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლებას ამ საკითხზე არ დაუფიქსირებია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში