ქურთებმა ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს

13 ოქტომბერი 2019, 12:21 2765 ნახვა

ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს. „დემოკრატიული სირიის ძალების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ განადგურებულია თურქეთის არმიის 7 ტანკი, მოკლულია 75 თურქი ჯარისკაცი და შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლი, 19 კი დაიჭრა.

დაჯგუფების მეთაურობამ რას-ელ-აინში ჰასეკეს პროვინციის სხვა ქალაქებიდან დამატებითი ძალები გაგზავნა. ბრძოლები ქალაქის შემოგარენში მიმდინარეობს, თურქეთის მხრიდან ინტენსიურ იერიშს ავიაცია ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში