საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

12 ოქტომბერი 2019, 16:30 1390 ნახვა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

ცნობილია, რომ უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინშია, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ დრომდე არ დაუფუქსირებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში