ევროკავშირის ელჩის ვიზიტი გურიაში

12 ოქტომბერი 2019, 15:10 979 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, გურიას სტუმრობს. კარლ ჰარცელმა უკვე მოინახულა, სოფელ ნაგომარში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩაის პლანტაციის კოოპერატივი.

ელჩი გაეცნო კოოპერატივის თანამშრომლებს და უახლესი ტექნოლოგიით ჩაის მომზადებისა და გადამუშავების პროცესს. ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი  ოზურგეთში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ევროკავშირის ელჩი გურიას ევროპის დღეების ფარგლებში სტუმრობს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში