პარლამენტის ბიუროს სხდომა

06 სექტემბერი 2016, 00:00 3440 ნახვა

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება, რომელზეც ხვალინედლი პლენარული სხდომის გამართვის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ. პარლამენტი რეგლამენტის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს, თუმცა ის უფლებამოსილია შეიკრიბოს და განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს. მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგით ერთ-ერთი მთავარი საკითხი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევაა. მოსამართლეობის კანდიდატების - ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის მოსმენა ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელებული ზაზა რუხაძის საკითხი განიხილონ.

ამავე კატეგორიაში