პოლიციამ 64 აბი ''სუბოქსინი'' ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

12 ოქტომბერი 2019, 12:25 1014 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა პოლიციამ, იმერეთში. 26 წლის ბრალდებული სამართალდამცველებმა, სოფელ გეგუთში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს.

პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 65 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში