მოსამართლეობის კანდიდატი არასამთავრობო სექტორის შეკითხვებს პასუხობს

11 ოქტომბერი 2019, 20:03 1293 ნახვა

მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებებით ეს კვირა განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ხმაურიანი იყო შალვა თადუმაძესთან და ზაზა თავაძესთან გასაუბრება, მანამდე მირანდა ერემაძესთან და მამუკა ვასაძესთან.

დღეს მეათე კანდიდატს უსმენდნენ, დარჩენილია კიდევ ათი, შემდგომში კი პროცესი კენჭისყრამდე მივა. მოკლედ საინტერესოა ამ ღია და საჯარო გასაუბრებების ფონზე ვის დაუჭერენ მხარს დეპუტატები.

ოპოზიციის პოზიციები კი პრინციპში ცნობილია, ცნობილია, არასამთავრობო სექტორის შეფასებებიც.  ბოლო შეკითხვები ტრადიციულად დღესაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დასვეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში