კაზინოები ეკონომიკური ეფექტით რეგულაციის გარეშე

11 ოქტომბერი 2019, 20:11 1824 ნახვა

მომდევნო 2 წელიწადში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება, მათ შორის ერთი ქობულეთში, 6 კი ბათუმში. ქალაქში ამჟამად ლიცენზიას 10 სამორინე ფლობს.

სათამაშო ბიზნესი შემოსავალია თვითმმართველობებისთვის, გაზეთი „ბათუმელების“ მიერ დამუშავებული ინფორმაციის თანახმად, წელს ბათუმის ბიუჯეტში სწორედ აქედან შევიდა 25 მილიონამდე ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბიზნესი ეკონომიკისა და ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი დარგია, მას თან ახლავს გარკვეული უარყოფითი ეფექტები: მათ შორისაა თამაშებზე არაჯანსაღი დამოკიდებულება და თანხმლები სოციალური პრობლემები, ფულის გათეთრების რისკი და რაც მთავარია თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობა.

პრობლემების შესწავლას და მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ 4 წლის წინ ითხოვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა.“ რეგულირების ნაწილში გარე-რეკლამის შეზღუდვა პარლამენტის დღის წესრიგშიც დადგა, თუმცა კანონპროექტი ჩავარდა.

ახლა გარკვეულ ობიექტებთან და მათ შორის სკოლებთან რეკლამის აკრძალვის მოთხოვნას ანა დოლიძის ახალი მოძრაობაც აპირებს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი