ჰაერის დაბინძურების ხარისხს მობილურით გაზომავთ

11 ოქტომბერი 2019, 22:59 1121 ნახვა

Google-ის სერვისი - The Environmental Insights Explorer (EIE) გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს ითვლის. 

პროგრამა ქალაქში ტრანსპორტის და შენობების რაოდენობის მონაცემებს, ონლაინ რეჟიმში ამუშავებს და მომხმარებელს მავნე ზემოქმედების მაჩვენებელს აჩვენებს.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, რამდენიმე მიმართულების ინფორმაცია მიიღონ: 

ქალაქში რადიაციის შესახებ

შენობების და მშენებლობების მავნე ზემოქმედების შესახებ

ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვის შესახებ

მომხმარებლები შეძლებენ, ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ონლაინ რეჟიმში აკონტროლონ და შესაბამისი ზომები მიიღონ. სერვისი ამ ეტაპზე ოფიციალურად გააქტიურდა რამდენიმე ქალაქში: მანჩესტერი, დუბლინი და კოპენჰაგენი. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში