ბათუმში შესაძლოა ჟორჟ სიმენონის ტურისტული ტური დაიგეგმოს - უცნობი ბათუმის ფოტოები

11 ოქტომბერი 2019, 15:50 2955 ნახვა

ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის მიერ 1933 წლით დათარიღებული ბათუმში გადაღებული ფოტოები  ბათუმს გადმოეცემა. უცნობი ფოტოების გადმოცემის მზაობა,  ბათუმში ვიზიტად მყოფმა ჯორჯ სიმენონის შვილმა გამოთქვა.

იგი  აჭარას ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობდა.   ვიზიტის ფარგლებში იმსჯელეს ჟორჟ სიმენონის ბათუმთან დაკავშირებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზების შესახებ, ასევე იმ ნოველის ქართულად თარგმნაზეც ისაუბრეს, რომელიც მწერალმა ბათუმში საკრუიზო მოგზაურობის პერიოდში დაწერა.  

,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ ნოველაში მოქმედება ბათუმშია აღწერილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში