შშს-მ შავ ბაზარზე ამოღებული 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

11 ოქტომბერი 2019, 10:22 1269 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილო და 255 გრამი "კოკაინი", 1 კილო და 362 გრამი "ჰეროინი", 4222 აბი "სუბუტექსი", 675 კაფსულა და 896 აბი "ტრამადოლი", 579 აბი და 58,3 გრამი "მეტადონი", 338 აბი და 21,9 გრამი "კოდეინი", 996 აბი "ამფეტამინი", 8678 კაფსულა და 198 აბი "პრეგაბალინი" და 33,7 გრამი "მორფინი".

ასევე, განადგურებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში