დავით გარეჯში არსებული ეკლესიები ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის გაიხსნება

10 ოქტომბერი 2019, 20:09 1203 ნახვა

ხვალიდან სამღდველოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, შემდეგი ეტაპი კი მოლაპარაკებები იქნება, სივრცის მომლოცველებისთვის გახსნაზე - ამის შესახებ საქართველოს მთავრობაში აცხადებენ.

ამბობენ, რომ ეს გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგია. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საზღვრის დადგენის ნაწილზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარდება. ისტორიული რაკურსი და საბჭოთა მემკვიდრეობა „მთავარში“. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი