სასამართლომ მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობა არ შეაჩერა

10 ოქტომბერი 2019, 20:07 1603 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისიის მუშაობა არ შეაჩერა. მოტივად მოსამართლემ ის დაასახელა, რომ ასეთ შემთხვევაში ჯერ  მრჩევლების არჩევა, შემდგომში კი  აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევა შეფერხდება.
 

მოსარჩელე მხარის ცნობით,  მოსამართლე მიუთითებს, რომ ამით საზოგადოებრივი ინტერესი დაზარალდება.

რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ საზოგადოებრივი ინტერესი მაშინ როდესაც გიორგი კოხრეიძის სარჩელის უზრუნველსაყოფად კონკურსს აჩერებდა, ან რატომ აქვს სასამართლოს ინტერესი რომ ახალი დირექტორი ახალმა ბორდმა აირჩიოს - ამ კითხვებს დღეს სარჩელის ავტორები სვამდნენ.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან გავლენების მოპოვების სურვილზე მიუთითებს, მმართველი გუნდი კი ხელს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში