2 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს, 15 წლის გოგო კი დაიღუპა - ავარია ქობულეთში

10 ოქტომბერი 2019, 11:29 25788 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშავებული მამა და მისი 2 წლის შვილი, სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს. ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, მამაკაცს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა, ამიტომ კლინიკა მალევე დატოვა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა, ის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, კვლევების შემდეგ კი მცირეწლოვანიც ბინაზე გაწერეს. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. მიმდინარეობს გამოძიება. 

 

 

ფოტო: არქივი

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში