დააკავეს ორი პირი, რომლებმაც სახელმწიფო მიწის ნაკვეთი ყალბი დოკუმენტებით დაარეგისტრირეს

10 ოქტომბერი 2019, 10:55 205 ნახვა

ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 170 944 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 9 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები.

დღეისთვის, დაყადაღებულია ერთი მიწის ნაკვეთი, ტარდება სათანადო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში