ამერიკელი სენატორები თურქეთის პრეზიდენტისთვის სანქციების დაკისრებას ითხოვენ

10 ოქტომბერი 2019, 10:42 1533 ნახვა

ამერიკელი სენატორები იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის პრეზიდენტი სირიიდან ჯარებს არ გაიყვანს რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის სანქციების დაკისრების ინიციატივით გამოდიან.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი და დემოკრატი კრის ვან ჰოლენი ერდოღანის გარდა, სანქციების დაწესებას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის, ფინანსთა, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრების წინააღმდეგ ითხოვენ.

აშშ -ის კონგრესის წევრები აღნიშნული პირების აქტივების გაყინვას, ასევე სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, სენატორები გამოდიან ინიციატივით, აიკრძალოს თურქეთისთვის ამერიკული შეიარაღების, თავდაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიყიდვა. 

სენატორები იმედოვნებენ, რომ კონგრესი მათ მოთხოვნას მხარს დაუჭერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში