რატომ გაათავისუფლეს „ობიექტივიდან“ ჟურნალისტები ?

09 ოქტომბერი 2019, 20:00 1760 ნახვა

ტელეკომპანია „ობიექტივიდან“ ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს. მათი თქმით მიზეზი პოლიტიკური მოტივი და „პატრიოტთა ალიანსის“  იდეოლოგია გახდა. საქმე იმაშია, რომ პარტია რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამოკითხვას ატარებდა სამხედრო მიუმხრობლობის თაობაზე, ჟურნალისტის თქმით მას სწორედ ამ გამოკითხვაში ჩართვა და პრაქტიკულად აგიტატორობა შესთავაზეს, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

ამასთან ჟურნალისტი მიზეზად სიუჟეტებში „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა სხვა ოპოზიციური პარტიების ხსენების აკრძალვასაც ასახელებს.  სოფო ნიაურის მსგავსად, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებაზე საუბრობს ჟურნალისტი ქრისტი ქარჩხაძეც. რ4ა პასუხი აქვს „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს უცნობია, რადგან ანი კიკნაძემ კომენტარზე უარი განაცხადა, დირექტორმა კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

უარი თქვა საპასუხო კომენტარის გაკეთებაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, მისმა თანაშემწემ კი გვითხრა ,რომ იგი არხის საქმიანობაში არ ერევა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში