გოცირიძე თადუმაძის რეალურ კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება

09 ოქტომბერი 2019, 14:10 1986 ნახვა

მძიმე შეკითხვით დავიწყო თუ ადვილით? - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  რომან გოცირიძემ,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს. გოცირიძემ მალევე საკუთარ კითხვას თავადვე უპასუხა და განაცხადა, რომ ადვილით დაიწყებდა, რადგან ნებისმიერი ადვილი შეკითხვა კანდიდატისთვის მძიმე იქნებოდა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 

რომან გოცირიძე: თქვენ ვერ დაასაბუთეთ, რომ ფლობთ კანონიერ დიპლომს? 

შალვა თადუმაძე: თქვენ ვერ მოიყვანეთ ვერც ერთი დოკუმენტი, რომ არ ვფლობ კანონიერ დიპლომს. წელიწადნახევარი მუშაობთ, რომ ჩემი დიპლომის სიყალბე დაამტკიცოთ და ვერ დაამტკიცეთ. ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ. ამ დიპლომს აქვს 18 წლიანი იურიდიული გამოცდილება და თქვენს დიპლომს სჯობია ამ სფეროში. 

გოცირიძე:  თქვენ არაეთიკურად თვლით, რომ დაასახელოთ თქვენი კურსელების სახელი და გვარები, რატომაა ეს არაერთიკური?  რამდენი კაცი იყო ჯგუფში?

თადუმაძე:  ბევრი...

გოცირიძე: დაახლოცებით რამდენი?

თდუმაძე: ბევრი რა.. დაახლოებით, რამდენიმე ათეული...

გოცირიძე: საწყენია, მეგონა ერთი 10-20 კაცი იქნებოდა, ძალიან დიდ ფინანსურ ზარალში გადავარდები მე მაგრამ რას იზამ, რა ჩანაფიქრიც მაქ, მაინც უნდა ავასრულო. 

გოცირიძე: ჯგუფელების გვარს არ ასეხელებთ და რომელ სახინკლეში დადიოდით ამას მაინც გვეტყვით?

თადუმაძე: სახინკლეში არ დავდიოდით, აღნიშნული ინსტიტუტი იყო თავიდან 161 სკოლაში, შემდეგ გადავიდა 163 სკოლაში, წინ იყო კინო გაზაფხული და მისი კაფე და ამის დოკუმენტებიც არებობს. ბუნებრივია მე ჩემი არქივით არ ვივლი ახლა. 

გოცირიძე: მე მინდა მივმართო თქვენს თანაგუნდელებს, სამწუხაროდ, ალბათ ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით აორთქლდება, მაგრამ მე მათ ვთავაზობ, მთელს თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ვინც ზუსტად თქვენნაირ დიპლომს მომიტანს,  ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში. შედეგს მოგახსენებთ რამდენი გამომეხმაურება.

თადუმაძე: დავაორგანიზებ ბატონო რომან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში