დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ბრალი საავადმყოფოში წარუდგინეს

08 ოქტომბერი 2019, 22:01 2029 ნახვა

 თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ სექსუალურ ძალადობაში ბრალი დღეს, 8 ოქტომბერს წარუდგინა, თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნო - ამის შესახებ პროკურატურა იუწყება. 

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში, ცემასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

"2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით).

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)" - წერია პროკურატურის განცხადებაში. ინფორმაციას  on.ge ავრცელებს. 

თამთა თოდაძემ მასზე სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე საჯაროდ 6 ოქტომბერს განცხადა. მისი მტკიცებით, ძლადობის ფაქტი 30 სექტემბერს მოხდა, პროკურატურამ  გამოძიება დაიწყო, თუმცა 6 ოქტომბრამდე დეპუტატი არ დაუკითხავს. 

თოდაძის მტკიცებით, სექსუალური ძალადობის ფაქტი,   ისანში  „ქართული ოცნების“ ოფისში მოხდა. ჰყვება, რომ   ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დეპუტატმა, ჯერ სექსუალური ძალადობა სცადა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

თოდაძე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ საგამოძიებო უწყებას იმ დღესვე მიმართა.  გამოძიება სამი მუხლით, მათ შორის სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ნაწილით მიმდინარეობს. სამხარაულის ექსპერტიზამ თოდაძის სხეულზე დაზიანებები დაადასტურა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში