''ილია ჯიშკარიანი ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია“ - მარიამ კუბლაშვილი

08 ოქტომბერი 2019, 20:20 291 ნახვა

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის მხარდასაჭერად გუშინ თბილისში აქცია გაიმართა. მისი ინტერესების დამცველები დროულ გამოძიებას და დეპუტატისთვის ბრალის წარდგენას მოითხოვენ. საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესებს კი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს.

ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ ჯიშკარიანი მისი სამსახურეობრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია.

კუბლაშვილი განმარტავს, რომ ის ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა, მისივე თქმით, სხვის მიმართ ცრუ ბრალდებების გაჟღერებაც ძალადობაა. როგორც ის აღნიშნავს, ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა და პროცესების გახსნილად წარმართვას მიესალმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში