“მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი“- ომბუდსმენი დეპუტატის მხრიდან სავარაუდო ძალადობის საქმეზე

06 ოქტომბერი 2019, 18:20 202 ნახვა

,,ქართული ოცნების“  დეპუტატის მიერ შესაძლო სექსუალურ ძალადობას მისივე თანაშემწის მიმართ,   სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია  მომხდარის ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს   პროკურატურას, ასევე   დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება.  ,,მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობა სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით.

თავის მხრივ, სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან“, - აღნიშნულია  ომბუდსმენის  განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში