შემოდგომა ქედაში - მზადება სახალხო დღესასწაულისთვის

06 ოქტომბერი 2019, 12:00 1903 ნახვა

''შემოდგომა ქედაში“   სახალხო დღესასწაული 11 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებები 12 საათიდან სპორტული აქტივობებით გაიხსნება. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში  მოეწყობა გამოფენა. დღესასწაულზე ფერმერებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის  რეალიზაციაც. 

დაგეგმილია  კონცერტიც, რომელშიც  უკრაინის დამეგობრებულ  ქალაქ კრემენეცის  ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გამოვლინდებიან საპატიო ქედელები.  ღონისძიებისთვის 10 ათასი ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში