შსს-ში განთიადში მოზარდების გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ

06 ოქტომბერი 2019, 12:40 6887 ნახვა

ბათუმში, განთიადის ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ, მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლე და-ძმა  სკოლაში არ გამოცხადდა. ფაქტის შესახებ   ინფორმაცია ოჯახს სკოლის დირექტორმა  შეატყობინა, რომელმაც ასევე  მიმართა პოლიციას.  სკოლის დირექციის რეაგირების შემდეგ,  ოჯახის მტკიცებით, ბავშვები სახლში მალევე დაბრუნდნენ. 

ბავშვების ბებია სატელევიზო კომენტარზე უარს ამბობს, პირად საუბარში კი გვითხრა, რომ ბავშვები მანქანით, სავარაუდოდ, ნათესავმა გაიყოლა, რომელსაც  ისინი  არ იცნობდნენ. განსხვავებულ ვერსიას გვიყვება მეზობელი. ''მთავართან'' ჰყვებიან, რომ  ორმა უცნობმა პირმა მსუბუქი ავტომობილით  ბავშვებს  სკოლაში წაყვანა შესთავაზა.

 მას შემდეგ კი, რაც ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ, მეზობლის ინფორმაციით, და - ძმა გადმოვიდა მანქანიდან.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დავუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ  იმავე დღეს გამოკითხეს პედაგოგები და ოჯახის წევრები, რის შემდეგაც გატაცების მცდელობა არ დადასტურდა. ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.  ინფორმაცია,   ტვ 25  გაავრცელა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში