ისნის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს

05 ოქტომბერი 2019, 18:25 441 ნახვა

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. თამთა თოდაძის ინფორმაციით, შემთხვევა   ისანში  „ქართული ოცნების“ ოფისში მოხდა. ჰყვება, რომ   ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დეპუტატმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

თოდაძე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ საგამოძიებო უწყებას იმ დღესვე მიმართა.  გამოძიება სამი მუხლით, მათ შორის სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ნაწილით მიმდინარეობს. სამხარაულის ექსპერტიზამ თოდაძის სხეულზე დაზიანებები დაადასტურა.

მის უფლებებს  ორგანიზაცია „საფარი“ იცავს.  შემთხვევის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს მმართველ გუნდს ოპოზიცია, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ფაქტს პრინციპული რეაგირება მოჰყვება და თუკი ფაქტი დადასტურდება დეპუტატს სტატუსი ვერ დაიცავს. დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.  ჩვენი ინფორმაციით,  ილია ჯიშკარიანი კლინიკაში იმყოფება და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში