შეფასებები სკანდალურ შეწყალებაზე

05 ოქტომბერი 2019, 15:20 1173 ნახვა

მკვლელობაში, ყაჩაღობაში, ქურდობასა და ნარკოდანაშაულში ბრალდებულების შემდეგ, ირკვევა, რომ პრეზიენტმა შეიწყალა  არასრულწლოვანთან სექსუალურ  ძალადობაში  მსჯავრდებული პირი-ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

გამოცემის თანახმად,   პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვეს შეწყალებულთა სია, თუმცა   წერილზე უპასუხეს, სისხლის სამართლის კოდექსის თუ რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. ჩამონათვალში აღმოჩნდა  სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გასამართლებული ბრალდებულიც. 

პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებას აფასებენ პოლიტიკოსები. არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ  შეწყალება  იშვიათად,    საჭიროების შემთხვევაშია აუცილებელი.  თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში